23 მაისი 2025,   09:30
ვრცლად
2016 წელს, უსუფაშვილმა და ნაცებმა, კანონის დარღვევით, ქვეყანაში შემოუშვეს ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი რუსი დეპუტატი და "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი ხელმძღვანელი - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 2019 წელს, გავრილოვის საქართველოში შემოსვლის ისტორიაზე საუბრობს. კონკრეტულად იმ საკითხზე, რა უძღოდა ამას წინ და რა მოხდა 2016 წელს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დავით უსუფაშვილს ეკავა. პრემიერის თქმით, 2016 წელს დავით უსუფაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმდნენ, რომ რადგან საქართველოში იმართებოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, პრობლემა არ იყო რუსი დეპუტატების ქვეყანაში შემოსვლა.

მისი თქმით, "უსუფაშვილმა და "ნაცებმა", კანონის დარღვევით, იმის გამო, რომ იმართებოდა ეუთოს ასამბლეა, შემოუშვეს საქართველოს კანონის დამრღვევი რუსი დეპუტატი საქართველოში".

მათ შორის, პრემიერ მინისტრის თქმით, 2016 წელს საქართველოში შემოსულ რუს დეპუტატებს შორის იყო "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი ხელმძღვანელიც.

"არავის არ დაუყენებია ეჭვქვეშ და კითხვის ნიშნის ქვეშ გავრილოვის შემოსვლა და გეტყვით მიზეზსაც. ამას ჰქონდა თავისი წარსული გამოცდილება და კონტექსტი. ეს ამბები მოხდა 2019 წელს. 2019 წლამდე, 2016 წელს, სამი წლით ადრე მოხდა ასეთი რამ. გავრილოვს არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის კანონი, ისევე, როგორც სხვა რუს დეპუტატებს. 2016 წელს უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოში გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, უსუფაშვილი არის პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციაში არის ნაცმოძრაობა და ა.შ. გაიარეს საკითხი, აქეთ უსუფაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელი "ქართული ოცნების" კოალიციის, იქით "ნაცმოძრაობა" და შეჯერდნენ, რომ რადგან იმართებოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, პრობლემა არ იყო რუსი დეპუტატების შემოსვლა. ზუსტად იგივე ხდებოდა, რით განსხვავდება გავრილოვი სლოცკისგან? იქ იყო ერთი ან ორი დეპუტატი, რომელსაც დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის კანონი. და უსუფაშვილმა და ნაცებმა საქართველოში შემოუშვეს რუსი დეპუტატი, რომელსაც ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. პირდაპირ საქართველოს კანონი დაარღვიეს. ანუ, კანონით ეკრძალებოდათ მისი შემოშვება საქართველოში და უსუფაშვილმა და ნაცებმა, კანონის დარღვევით, იმის გამო, რომ იმართებოდა ეუთოს ასამბლეა, შემოუშვეს საქართველოს კანონის დამრღვევი რუსი დეპუტატი საქართველოში.

რუსი დეპუტატის საქართველოში შემოსვლა, საერთოდ არ იყო განსახილველი საკითხი. მეტსაც გეტყვით, მათ შორის ბატონი გახარიას მეგობრები ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა კომიტეტს, რომელსაც ხშირად ესწრებოდა ხოლმე ჩუგოშვილი, ხულორდავა, ქაცარავა და ა.შ. გუნდი იყო კონკრეტული, მათ შორის იყვნენ მისი მეგობრებიც. სპეციალური მოსმენა გაიმართა ამ თემასთან დაკავშირებით. ყველამ იცოდა, რომ გავრილოვი იყო ამ ასამბლეის ხელმძღვანელი და ავტომატურად უწევდა მას საქართველოში ჩამოსვლა.

 ანუ, პრაქტიკა იყო ასეთი, უსუფაშვილი და "ნაცები" შეთანხმდნენ 3 წლით ადრე, რომ რუსი დეპუტატები შემოვიდოდნენ ჩვეულებრივად საქართველოში, მათ შორის, ოკუპაციის კანონის დამრღვევი სლუცკი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ რუს დეპუტატად, იქ იყო ერთ-ერთი გვარი აღარ მახსოვს - "ეფ ეს ბე"-ს ყოფილი ხელმძღვანელი, წარმოიდგინეთ, პირდაპირ უსაფრთხოების ხაზის წარმომადგენელი, რუსეთის დუმის დეპუტატი. "ქართული ოცნების" კოალიცია, წარმოდგენილი უსუფაშვილის სახით და "ნაცები" შეთანხმდნენ, რომ ამათი ჩამოსვლა არ იყო პრობლემა, ზუსტად იგივე მოხდა 2019 წელსაც და ყველა ასე განიხილავდა ამ შემთხვევას, ამიტომ კითხვაც არ დასმულა ამაზე. თვითონ ხომ იყო პასუხისმგებელი კონკრეტული ადამიანების, ამ შემთხვევაში, რუსი დეპუტატების საქართველოში შემოსვლაზე? ხათრით შემოუშვა?" - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

 

 

 

დღის ამბები