
ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ჰარვარდის უნივერსიტეტს სთხოვს თვის ბოლომდე წარმოადგინოს დეტალური ანგარიში უცხოელი სტუდენტების "უკანონო და ძალადობრივი საქმიანობის" შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტს გაუუქმებენ სერტიფიკატს, რომელიც უცხოეთიდან გაცვლითი პროგრამებით სტუდენტების მიღების საშუალებას იძლევა.
გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ პროპალესტინელი სტუდენტების ანტისემიტური განწყობების გამო გადახედავდნენ უნივერსიტეტის 9-მილიარდიან დაფინანსების საკითხს.
ჰარვარდი მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს და კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს.