20 მაისი 2025,   10:53
ვრცლად
თბილისში, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების სამმხრივი შეხვედრა იმართება

თბილისში აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების სამმხრივი შეხვედრა იმართება. შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა, რის მერეც დიალოგი დახურულ ფორმატში მოადგილეების ჩართულობით გაგრძელდა.

მიზანი სამმხრივი თანამშრომლობის პროცესში სამივე ქვეყნის ხედვების გაზიარებაა.

"შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, ის მიმართულებები, რომლებიც საინტერესო შეიძლება იყოს სამი ქვეყნისთვის და მოხდება თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებების დაიდენტიფიცირება, რომ რეგიონის ქვეყნებმა განავითარონ ერთობლივი მიდგომები რიგ საკითხებზე. სწორედ ეს იქნება დღევანდელი მსჯელობის ძირითადი მიმართულებები", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია 

დღის ამბები