
დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას თეატრის დასი და ხელოვანების ნაწილი კულტურის სამინისტროსთან აპროტესტებს.
აქციის მონაწილეების თქმით, გადაწყვეტილება უსამართლოა და ახალი თეატრის დასი არ აღიარებს მინისტრის ამ განკარგულებას.
კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უწყვეტი დაფინანსებისა და "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, თეატრის ხელმძღვანელობა ვალდებულებებს არ ასრულებს.