23 მაისი 2025,   09:19
ვრცლად
მათ არ უნდათ საჯაროდ პასუხი გასცენ იმ განცხადებებს და ბრალდებებს, რაც მათ წინააღმდეგ ჟღერდება ხოლმე საგამოძიებო კომისიაზე - ირაკლი ქადაგიშვილი

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. 

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციური ლიდერების საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლა, მხოლოდ იმ მიზეზით აიხსნება, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებას მათთან აქვს.

"მათ არ უნდათ საჯაროდ პასუხი გასცენ იმ განცხადებებს და ბრალდებებს, რაც მათ წინააღმდეგ ჟღერდება ხოლმე საგამოძიებო კომისიაზე. რა თქმა უნდა, კანონში არის გაწერილი შემდეგი მოქმედება მათ ამ საქციელთან დაკავშირებით და სასამართლო მსჯელობის საგანი იქნება. რაც თავისთავად, მათ შორის ითვალისწინებს ერთ წლამდე პატიმრობის შეფარდებას,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

 

დღის ამბები