
ქვეყნის მასშტაბით დროებით დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი ურიგდებათ. პროცესში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები არიან ჩართული, რომლებიც სოციალურად მოწყვლად ოჯახებს ნობათს პირადად გადასცემენ.
სააღდგომო კალათს დღესასწაულების პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 1000-მდე აფხაზეთიდან დროებით დევნილი ოჯახი მიიღებს.