23 მაისი 2025,   09:10
ვრცლად
უიტკოფმა რუსული მხარის სტრატეგია აირჩია, ეს ძალიან სახიფათოა, არ ვიცი შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, ის რუსულ ნარატივებს ავრცელებს - ზელენსკი

უკრაინის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, ომი გრძელდება. გასულ ღამით რუსეთმა ხარკოვის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. შეტევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 26, მათ შორის, არის მცირეწლოვანიც.

განცხადებას აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკიც და მთავარ მომლაპარაკებელს აკრიტიკებს. ის ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს ბრალს რუსული ნარატივის გავრცელებაში სდებს.

ზელენსკის თქმით, მისთვის მიუღებელია პუტინთან შეხვედრის შემდეგ სტივ უიტკოფის მიერ გაკეთებული განცხადება ე.წ. ხუთი რეგიონის შესახებ, რომლის თანახმადაც, ომის დასრულების სანაცვლოდ რუსეთი ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის რეგიონებზე სრული მფლობელობის უფლებას ითხოვს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად და ეს პოზიცია არ შეცვლილა.

"მიმაჩნია, რომ ბატონმა უიტკოფმა რუსული მხარის სტრატეგია აირჩია. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ის - შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, არ ვიცი - რუსულ ნარატივებს ავრცელებს. საერთოდ არ მესმის, ის რაზე საუბრობს. ყველამ ეს განცხადება ისე მოვისმინეთ როგორც ბატონი პუტინის ბოდვა. მეგონა, რომ მას შესაბამისი ხალხი ჰყავს, რომლებიც აგრძელებენ ამ ნარატივების ცივილიზებულ ქვეყნებში გავრცელებას. ამიტომ, სერიოზულად ამას არ ვუყურებ. უკრაინა არასდროს აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად და ეს პოზიცია არ შეცვლილა," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები