23 მაისი 2025,   08:07
ვრცლად
"2012 წელს, როცა ადამიანების წამების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა, დოის ჰქონდა პრემიერა ფილარმონიაში, სცენაზე ავუყარეთ ცოცხები, დავიწყეთ პარალელურად საპროტესტო აქცია, არა თუ სოლოდარობა გამოუთქვამს, არც კი შეაფერხა სპექტაკლი" - დაჩი ცაგურია

"2012 წელს, როცა ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა, დოის ჰქონდა პრემიერა ფილარმონიაში... მივედით და პრემიერაზე სცენაზე ავუყარეთ ცოცხები, ფილარმონიასთან დავიწყეთ "ქეთო და კოტეს" პრემიერის პარალელურად საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან... მთელი თბილისი და საქართველო ქუჩაში გამოვარდა, გადაიკეტა ფილარმონიის მიმდებარე ქუჩები, ამ დროს არა თუ სოლოდარობა გამოუთქვამს, ან პრემიერა გადაედო... არც კი შეაფერხა სპექტაკლი" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია წერს და რეჟისორ დავით დოიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას ვრცელი სტატუსით ეხმაურება.

"2012 წელს, როცა ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა, დოის ჰქონდა პრემიერა ფილარმონიაში... მივედით და პრემიერაზე სცენაზე ავუყარეთ ცოცხები, ფილარმონიასთან დავიწყეთ დოის "ქეთო და კოტეს" პრემიერის პარალელურად საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან... მთელი თბილისი და საქართველო ქუჩაში გამოვარდა, გადაიკეტა ფილარმონიის მიმდებარე ქუჩები, ხალხის უდიდესი მასა ტალღასავით გამოვარდა ქუჩებში და ამ დროს ნაძირალა დოის არა თუ სოლოდარობა გამოუთქვამს, ან პრემიერა გადაედო... არა, არც კი შეაფერხა თავისი უნიჭო სპექტაკლი, სპეცნაზის და პოლიციის ძალით ატარებდა საპროტესტო მიტინგების პარალელურად სამაცხვინო უნიჭობას. ყველა არხზე გადიოდა წამების, არაადამიანური ღრიალის, კაცების გაუპატიურების კადრები და ნაძირალა დოი გულისამრევად სცენაზე ამ სიმახინჯეს ჯიუტად აწყობდა... მერე წაიღო ეგ სიგოიმე ჯერ ბათუმში და ესე უტიფრად, ურცხვად აწყობდა სამარცხვინო სპექტაკლებს, მაშინ, როცა მთელი საქართველო ფეხზე იდგა და იმ არაადამიანობას აპროტესტებდა, რასაც დოისნაცები უწყობდნენ ქართველ ხალხს.... დოის სააკაშვილის ჯალათები იცავდნენ და მათი ძალით მართავდა სპექტაკლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქციების ფონზე და ეხლა გამიხდა თავისუფლებისთვის მებრძოლი?" - წერს ცაგურია.

"მაგის უნიჭობას იცავდა მეგის ქარდავა, გეგეჭკორი, გრიგალაშვილი, ახალაიები, კოდუები და მელნიკოვი... ფილარმონიასთან აქციებს რომ ვაწყობდით დოის უნიჭო სპექტაკლის პრემიერის ფონზე ვინც ჩამოვთვალე ეგ ნაძირლები დაგვტრიალებდნენ თავზე, გვიწყობდნენ პოვოკაციებს. ბოლოს უკანონოდ დამიჭირეს, სასიკვდილოდ მცემეს ვანოს "გამჭირვალე" პოლიცისს შენობაში, მაწამეს... დამილეწეს ძვლები, ჩამსვევს რუსთავის კაპეზეში და დოის ერთი სიტყვა არ უთქვამს...

მაგას ხომ არ გონია დავიხოცეთ და ცოცხლები აღარ ვართ... ყველაფერი გვახსოვს დოი შენგან არ გამოვა თავისფლებისთვის მებრძოლი... მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია და გასარკვევი" - წერს დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში.

"შენი პრემიერის და სპეტაკლების ფონზე რამდენი დაგვიჭირეს, გვცემეს და გვაწამეს... შენ მაშინ სად იყავი დამალული? უკაცრავად რა დამალული იჭიმებოდი აქეთ და შენი უნიჭო სპექტაკლის ვითომ "ანშლაგი" იყო მაშინ იმ საპროტესტო აქციების გადაფარვის უბადრუკი მცდელობა.

აბა დოი ეხლა ააცვი მაგ შენობიდან, სანამ კარგად არ დაითვალეს რამდენ მაყუთს გაყრიდა თავზე ვივამედის მუმია... გამომივიდა აქ მებრძოლი პატრიოტი და პატიმრების დამცველი... გახსოვთ ეს "მებრძოლი" დოი?" - წერს დაჩი ცაგურია.

დღის ამბები