
ამერიკის ავიაციის იერიშებს იემენში 38 ადამიანი ემსხვერპლა, 102 დაიჭრა. შეტევა წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტზე განხორციელდა.
ტერიტორიას "ჰუსიტების" რადიკალური დაჯგუფება აკონტროლებს. ამერიკული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ განადგურებულია პორტი და საცავი.