23 მაისი 2025,   09:12
ვრცლად
საქართველოს იუსტიციის სახლს, შეფასების ერთიანი სისტემის ეფექტიანი მომხმარებლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს იუსტიციის სახლს, შეფასების ერთიანი სისტემის ეფექტიანი მომხმარებლის სტატუსი მიენიჭა. უწყების პრაქტიკა ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ გადაწყვეტილებად იქნა აღიარებული და 18 საუკეთესოს შორის მოხვდა.

გადაწყვეტილება პოლონეთში, მომხმარებლის ყოველწლიურ ღონისძიებაზე მიიღეს. კონფერენციას ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 160-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

"აღნიშნული სტატუსის მოპოვება დაკავშირებულია კომპლექსურ პროცესებთან და ის თავის თავში მოიცავს ისეთი მიმართულებების შეფასებას, როგორიცაა ორგანიზაციული მართვა, ადამიანური რესურსები, ფინანსური ოპერაციები და, რაც ყველაზე მთავარია იუსტიციის სახლისთვის, ინოვაციების დანერგვის პროცესი. მოგეხსენებათ, იუსტიციის სახლი არის ყველაზე მსხვილი სერვისების მიმწოდებელი საზოგადოება საქართველოში, ამიტომ ამ მიმართულებით სტანდარტების დაკმაყოფილება ნიშნავს მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს, რაც იუსტიციის სახლისთვის პრიორიტეტული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია," - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია.

 
დღის ამბები