23 მაისი 2025,   09:36
ვრცლად
"ვია დოლოროსა", გზა, რომელიც ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა და განსაკუთრებული ხალხმრავლობა წმინდა მიწაზე - "კურიერი" იერუსალიმიდან

მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, დღეს "წითელი პარასკევია", მორწმუნეებისთვის ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დაკრძალვას იხსენებს.

საგანგებო მდგომარეობის და დაძაბული ვითარების მიუხედავად, წელს განსაკუთრებული ხალხმრავლობაა იერუსალიმში. წმინდა მიწაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით პილიგრიმია ჩასული.

მომლოცველები დღეს ვია დოლოროსას გაივლიან, გზას, რომელიც სახარების მიხედვით, ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. იმართება სანახაობრივი მსვლელობები, რომლის დროსაც პილიგრიმები ჯვრებით, ბაირაღებით და დროშებით საგალობლებს ასრულებენ და ჩერდებიან 14 ადგილას, ზუსტად იქ, სადაც, სახარების მიხედვით, ჯვარცმამდე, იესომ შეისვენა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები