
სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადება გავრცელდა.
ტექსტში ნათქვამია, რომ შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა, ორიენტირებული იყო საერთო ინტერესის სფეროებში სამმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე.
სფეროებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთო გამოწვევების დაძლევას და საბოლოო ჯამში, საკუთარ წვლილს შეიტანს სამხრეთ კავკასიის გრძელვადიან სტაბილურობასა და სწრაფ განვითარებაში.