
ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელს მძევლების გათავისუფლების წინადადებაზე უარი უთხრა.
"ფრანც პრესის" ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ "ჰამასი" მძევლებს გაათავისუფლებდა, ისრაელი მზად იყო საპატიმროებიდან 1 231 პალესტინელი გამოეშვა და ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება აღედგინა.
"ცაჰალი" განაგრძობს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას, ბოლო 24 საათის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში ისრაელის იერიშებს 32 ადამიანი ემსხვერპლა.