21 მაისი 2025,   08:07
ვრცლად
კეზერაშვილი დიდ ბრიტანეთში, ადეიშვილი, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეა და ეს ყველამ იცის, გადაადგილდება გერმანიაში, ევროპის სხვა ქალაქებში - გიორგი ვოლსკი

"არ გვსურს, ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ" - გერმანიის ელჩის ეს განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. პიტერ ფიშერს შალვა პაპუაშვილი პასუხობს. სპიკერი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრების ლოჟაშიც იმყოფებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარე ადეიშვილის დანაშაულებზე საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობის შემთხვევაში, გერმანიის მთავრობა მას ქვეყანაში შესვლას აუკრძალავდა.

უმრავლესობაში კეზერაშვილისა და ადეიშვილის სხვა ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებაზე საუბრობენ.

"კეზერაშვილი დიდ ბრიტანეთში, ადეიშვილი, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეა და ეს ყველამ იცის, გადაადგილდება გერმანიაში, ევროპის სხვა ქალაქებში. თავის პოლიტიკურ ინტერესს ვერ მალავს ვერც გერმანია და ევროკავშირი მთლიანად, რომელიც მრავალმილიარდიან დახმარებას აძლევს სირიას, ჩვეულებრივი ამბავია, ხალხის, მოწინააღმდეგების ქუჩაში ხოცვა, მათ შორის, ბავშვების და საქართველოში კი სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერა. ასე რომ, ეს ძველი ინერცია შოლცის მთავრობისა, რასაკვირველია გრძელდება და ეს არ არის მარტო შოლცის მთავრობა, ეს არის დიდი გუნდი ადამიანებისა, რომლების დარაზმულები არიან საქართველოს ზიანის მისაყენებლად", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები