21 მაისი 2025,   08:43
ვრცლად
"წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სასტიკი ომის დასრულება" - ჯეი დი ვენსი

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის დასრულება, – აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

ჯეი დი ვენსმა ეს განცხადება იტალიაში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.

"მე მინდოდა მომეყოლა იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის რუსეთისა და უკრაინის გარკვეული მოლაპარაკებებისა და ზოგიერთი საკითხის შესახებ, რაც ბოლო 24 საათში მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ზოგიერთი საინტერესო საკითხი, რომლის მოყოლაც ღირს, ცხადია პირად საუბარში“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

დღის ამბები