
შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს ირანის ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას და აცხადებს, რომ არ შეიძლება, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
"მე ძალიან მარტივად ვემხრობი იმას, რომ ირანს არ გააჩნდეს ბირთვული იარაღი. მინდა, ირანი იყოს დიდებული, კეთილდღეობით და შესანიშნავი. ირანს არ შეიძლება, ბირთვული იარაღი ჰქონდეს და თუ ექნებათ ბირთვული იარაღი, ძალიან უკმაყოფილო იქნებით, ყველა უკმაყოფილო იქნებით", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.