21 მაისი 2025,   17:28
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა ელექტროგადამცემი ხაზი კავკასიონის ავარიულად გათიშვამ გამოიწვია - ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია

მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით "საქართველოს ელექტროსისტემაში" განმარტება გააკეთეს.

როგორც "რუსთავი 2-ს" "საქართველოს ელექტროსისტემაში" განუცხადეს, ელექტროგადამცემი ხაზი კავკასიონი ავარიულად გაითიშა, შედეგად ქვეყნის მასშტაბით მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდათ. 

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში აღდგენილია. 

დღის ამბები