21 მაისი 2025,   18:30
ვრცლად
საქართველოში ელექტროენერგიის გლობალური გათიშვის გამო შეფერხებული სარკინიგზო მოძრაობა აღდგენილია

საქართველოში ელექტროენერგიის გლობალური გათიშვის გამო შეფერხებული სარკინიგზო მოძრაობა აღდგენილია.

როგორც "რუსთავი 2"-ს საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე წუთით იყო შეფერხებული, ამ დროისთვის კი, აღდგენილია.

შეგახსენებთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა ელექტროგადამცემი ხაზი "კავკასიონის" ავარიულად გათიშვამ გამოიწვია. როგორც "რუსთავი 2-ს" "საქართველოს ელექტროსისტემაში" განუცხადეს, ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში აღდგენილია. 

დღის ამბები