21 მაისი 2025,   19:35
ვრცლად
დიდ შაბათს მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსაკუთრებული მსახურება ტარდება - ტაძრებში გარდამოხსნის შემოტარების წესი სრულდება

დიდ შაბათს მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსაკუთრებული მსახურება ტარდება. ვნების შაბათი, ერთდროულად სამგლოვიარო და სადღესასწაულო ხასიათისაა. ტაძრებში სრულდება გარდამოხსნის შემოტარების წესი.

საღამოს კი სააღდგომო ლიტურგია აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში, ტრადიციულად წაიკითხავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეს.  

"დღეს არის დიდი შაბათი, განსაკუთრებული დღეა. შესრულდა მსახურება. დილით ადრე იწყება ყველა ტაძარში ამ დღეს მსახურება და სამების საკათედრო ტაძარში დილის 6 საათიდან იყო წმინდა გარდამოხსნასთან წესის აგება, იყო ლიტანიობა, ბასილი დიდის წირვა, ეზიარა მრევლი და შემოდის ერთგვარი სიხარული და მოლოდინი ბრწყინვალე აღდგომისა. საღამოს 11 საათზე ველოდებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მოვისმენთ სააღდგომო ეპისტოლეს და იქნება საზეიმო წირვა. ასევე, შუადღისას იერუსალიმში მსოფლიოს ყველა მხრიდან არიან ჩასულები მომლოცველები, საქართველოდანაც ბევრნი არიან და გავხდებით მომსწრე საღვთო სასწაულის. მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლას ვგულისხმობ. ეს ის განსაკუთრებული ნუგეშია უფლისაგან. ვულოცავ დამდეგ აღდგომის დღესასწაულს ყველა ადამიანს, ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო,“ - განაცხადა არქიმანდრიტი, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა იოვანემ (მჭედლიშვილი).

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები