
ეკვადორში, მანაბის პროვინციაში, მამლების ბრძოლის რინგზე თავდასხმა მოხდა. შედეგად სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას, თუმცა მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.