
აჭარის მთავრობის მეთაურმა, სულხან თამაზაშვილმა, სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 23 ადამიანის ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის თავმჯდომარემ მემორიალი გვირგვინით შეამკო.
სულხან თამაზაშვილი ასევე იმყოფებოდა სოფელ ვაშლოვანშიც, სადაც 1998 წლის 18 აპრილს მეწყერს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.