21 მაისი 2025,   19:21
ვრცლად
სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისთვის მზადება მიმდინარეობს - მრევლი წმინდა ცეცხლთან ერთად, პატრიარქის ეპისტოლეს ელოდება

თბილისის დროით 15:36  საათი - იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მომლოცველები, ყველაზე მნიშვნელოვანი დღის მომსწრეები გახდნენ.

აღდგომის ტაძარმა, ტრადიციულად მორწმუნეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გააერთიანა, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან. გრძელდება კიდევ ერთი ტრადიცია - წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან ჩვენს ქვეყანაში სპეციალური რეისით ჩამოვა. მას სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე საათში მიიტანენ. შემდეგ კი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ეკლესია-მონასტერში გავრცელდება.

სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. მრევლი წმინდა ცეცხლთან ერთად, პატრიარქის ეპისტოლეს ელოდება. მრევლი მთავარ გზავნილებს მოისმენს.

"საღამოს 11 საათზე მორწმუნეები საზოგადოება ვიკრიბებით ტაძარში. საკათედრო ტაძარში ტრადიციულად იკითხება პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე. ეპისტოლეს წაკითხვის შემდეგ, გაიმართება უკვე ლიტანიობა და სააღდგომო ღვთისმსახურების საზეიმო წირვა", - ამბობს დეკანოზი ლონგინოზი.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები