ნიუ დელიში შენობის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
20-04-2025 12:17
ინდოეთში, ნიუ დელიში შენობის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველებმა 22 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. ინციდენტის სავარაუდო მიზეზად უკანონო სამშენებლო სამუშაოები სახელდება.