
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქციაზე დაკავებული პირების მშობლები და აქციის მონაწილეები.
ისინი პარლამენტთან შეიკრიბნენ, მსვლელობა მოაწყვეს გმირთა მოედნის მიმართულებით და შემდეგ მსვლელობით, ქაშვეთის ეკლესიასთან მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულს მიულოცეს და თქვეს, რომ პროტესტი კვლავ გაგრძელდება.