21 მაისი 2025,   18:57
ვრცლად
სააღდგომო ღვთისმსახურება ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდა - განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი

სააღდგომო ღვთისმსახურება ღამის თევით ქვეყნის მასშტაბით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდა.

ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი.

სპეციალური რეისი "ჯორჯიან ეარვეისმა" შეასრულა. ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 წუთზე დაეშვა. პროცესში ჩართული იყო "პილიგრიმ ტურსი"" რომელმაც წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება უზრუნველყო. ზეციურ ცეცხლს, აეროპორტში ტრადიციულად ელოდებოდნენ მორწმუნეები .

დღის ამბები