
მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ლიტურგია მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა, სადაც მრევლს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.
ილია მეორე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს.
კაცობრიობის საყოველთაო აღდგომის რწმენა არის ქვაკუთხედი ქრისტიანული აზროვნებისა - წერს კათოლიკოს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში, რომელიც ილია მეორემ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო და ყურადღება გაამახვილა მშვიდობის შენარჩუნებაზე.
"დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ომები ჩვენს რეალობად იქცა, მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება". - წერს
ილია მეორე ეპისტოლეში, სადაც პატრიარქი ასევე ამბობს, რომ ადამიანი გამოწვევებს თავად უნდა გაუმკლავდეს - "ჩვენ თვითონ ვძერწავთ ჩვენს მარადიულობას: კარგს ან ცუდს, ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ მიზნად: სიკეთეს თუ ბოროტებას, სიცოცხლეს თუ სიკვდილს" - ვკითხულობთ ეპისტოლეში.