
თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
"ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს – სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვების დღეს!“,- წერს კალაძე სოციალურ ქსელში.