
ხაშურის რაიონი, სოფელი გომი, ერთი პატარა სასტუმრო და მის კედლებში ამღერებული 21 წლის ცოტნე, რომელსაც მაყურებელი კარგად იცნობს.
მისი სცენური ქარიზმა, გემოვნება, არტისტიზმი ყველა ნამღერში იგრძნობა.
შინაგანი თავისუფლება დროსთან ერთად მელოდიებმა მოიტანა, მისი ცნობიერება შეცვალა, ცოტნეს ცხოვრება ახლა მთლიანად მუსიკით არის მოცული.
გიტარას ხელში აიღებს, ცნობილ მელოდიებს ინდივიდუალური ტექნიკით შეასრულებს. სამუშაოდ ბევრი არაფერი სჭირდება, მხოლოდ ერთი დინამიკი და მიკროფონი.
სიმღერის ნიჭი დედისგან ერგო, მათ მუსიკაც აერთიანებთ, სწორი ვიბრაციები ერთმანეთისგან ისწავლეს.
გამოსვლის დროს, კულისებში დედასთან ერთად გულშემატკივრებიც ნერვიულობენ, მერე სულ აფასებენ, მოსწონთ და ამაყობენ.
მუზა მაშინ მოვა, როცა გამეფებულ სიჩუმეში მარტო იქნება ჯერ მელოდიას აიკვიატებს, მერე დაწერს. დაწერს ათეულობით ენაზე, დაწერილს ქართულ მოტივებს მოარგებს, მთავარი ნიშაც ესაა.
ნიჭიერმა დიდ სცენაზე კიდევ ერთი შანსი მისცა, მაშინ როცა ნახევარფინალის შემდეგ სახლში დაბრუნდა, პროექტმა მეათე ფინალისტად ის აირჩია.
როგორი იქნება ფინალი ამაზე ყველაზე მეტს ფიქრობს, ფიქრობს იმაზეც რას გააკეთებს გამარჯვების შემთხვევაში, ზუსტად იცის, რომ ერთ დღეს ოცნებას აისრულებს, მიზანთან ძალიან ახლოს მის ბედს გულშემატკივრის მხარდაჭერა გადაწყვეტს.
ავტორი: ანი გენებაშვილი.