21 მაისი 2025,   09:40
ვრცლად
როგორ ხვდებიან ემიგრანტები აღდგომას - წელს იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ამ დღესასწაულს მართლმადიდებლებიც და კათოლიკეებიც ერთ დღეს აღნიშნავენ

გერმანია, დიუსელდორფი, რესტორანი "სორე" - დღეს აქ განსაკუთრებული სამზადისია.

საქართველოდან 3 000 კილომეტრით შორს, 27 წლის ემიგრანტი შეფი სააღდგომო ქართულ სუფრას ამზადებს.

ემიგრანტული ქართული აღდგომა პირდაპირპროპორციულია ქართულ სტუმარ- მასპინძლობასთან. წელს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ამ დღესასწაულს მართლმადიდებლებიც და კათოლიკეებიც ერთ დღეს აღნიშნავენ. ქართველებისა და გერმანელების აღნიშვნაში კი მთავარი განსხვავება მასშტაბია.

რადგან პასკით და კვერცხით გერმანელებს ვერ გააკვირვებდა, ქართველმა გასტრონომმა, სამშობლოდან 9 მთასა და 9 ზღვას იქით, აღდგომის ქართული სუფრის კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენლის სუნი დაატრიალა.

აზიარა ხინკალსაც და ასწავლა აღდგომის სალამიც. გაუმართლათ, მათ ამ დღესასწაულზე უბრალო ქართველი შეფი არ მასპინძლობს - მათ სადღესასწაულო სუფრა, არც მეტი - არც ნაკლები "ნეტფლიქსის" ვარსკვლავმა მოუმზადა. ეს არს ფილმი, რომელიც წარმატებულ ემიგრანტზე გადაიღეს.

გადაღეს როგორც გერმანიაში ისე საქართველოში. ქართველმა შეფმა კი გიდის ამპლუაც მოირგო და მისი ქვეყანა ჯერ გადამღებ ჯგუფს, შემდეგ ფილმის ყველა მაყურებელს გააცნო.

შემდეგ მოვიდა კიდევ უფრო დიდი წარმატება და მეტი სტუმარი მის ქართულ სივრცეში, როგორც ქართველები ისე გერმანელები, ხან რიგითები ხანაც დიდი ვარსკვლავები

ეს იყო ქართული ფეხბურთის ზენიტის პარალელურად, ზაფხულში - როცა დიუსელდორფში გერმანელზე მეტი ქართველი იყო დიუსელდორფში საქართველომ გაიმარჯვა.

ნათია ამბობს, რომ გამარჯვება არის მისი თანმდევიც. ჯერ მხოლოდ 27 წლის არის და მისი ცხოვრება დიდი თუ პატარა გამარჯვებების ჯაჭვია.

გამარჯვების აღმართს 17 წლის ასაკში დამოუკიდებლად შეუდგა. მანძილი სენაკიდან დიუსელდორფამდე მონიშნა. ემიგრანტის რთული ცხოვრების ყველა საფეხური აიარა და უმაღლეს წერტილამდე სვლას ამ დრომდე განაგრძობს.

თავად ბავშვი უვლიდა ორ ბავშვს. ტყუპები, როგორც თილისმები გერმანიაში ჩასვლის წუთიდან მის ცხოვრებაში სულ არიან, მათი აღმზრდელობიდან კი მთავარ პროფესიაშიც აღმოჩნდა.

სწორედ მაშინ იპოვა მთავარი სიყვარული - სამზარეულო. იმუშავა ყველა პოზიციაზე და ჯერ ისევ პატარ 23 წლის მიხვდა, რომ მზად იყო მისი რესტორანიც გაეხსნა.

ახლა მზად არის გახსნას საბავშვო გასტრონომიული სივრცეც და ფრთა შეასხას კიდევ არაერთ ოცნებას - ინსპირაციად კი მუდამ რჩება წერტილი საიდანაც დაიწყო

დღის ამბები