14 მაისი 2025,   09:06
ვრცლად
რომის პაპმა სააღდგომო მიმართვა გაავრცელა - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წმინდა პეტრეს მოედანზე ტექსტი არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა

სააღდგომო მიმართვა გაავრცელა რომის პაპმა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 88 წლის პონტიფიკოსის მაგივრად წმინდა პეტრეს მოედანზე ტექსტი არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა.

პაპი ფრანცისკეს მოწოდებაა ღაზაში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, "ჰამასის" ისრაელელი მძევლების გათავისუფლება და კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთის დაშვება. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ყველა მონაწილე მხარემ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის უნდა იზრუნოს.

მიმართვამდე რომის პაპი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს შეხვდა, აუდიენცია რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვატიკანის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისთვის აღდგომა მიელოცათ.

დღის ამბები