13 ივნისი 2025,   07:45
ვრცლად
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას - ირაკლი კობახიძე

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წერს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას", - წერს ირაკლი კობახიძე.

რომის პაპი ფრანცისკე, დღეს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება ვატიკანმა დაადასტურა.

დღის ამბები