17 ივნისი 2025,   18:53
ვრცლად
მქონდა საშუალება ძმათა სასაფლაოზე მომენახულებინა გმირების საფლავები, მადლიერება გამომეხატა მათი თავდადებისთვის, სამშობლოს სიყვარულისათვის, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გვერდში დავუდგეთ გმირების ოჯახებს - ირაკლი ჩიქოვანი

აღდგომის მეორე დღეს, ტრადიციულად, მოქალაქეები საფლავზე გადიან და სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

დილიდან ხალხმრავლობაა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპულ გმირებს იხსენებენ. ოჯახის წევრებთან ერთად საფლავზე თავდაცვის მინისტრი და სამხედრო პირები იმყოფებოდნენ.

"გმირი შვილი მყავდა, სამშობლოს შესწირა თავი. უგზოუკვლოდ არის დაკარგული, ცარიელა საფლავს დავსტირი", - განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილი გმირის დედამ.

"მიცვალებულთა ხსენების დღეს მე მქონდა საშუალება ძმათა სასაფლაოზე მომენახულებინა ჩვენი გმირების საფლავები, მესაუბრა მათი ოჯახის წევრებთან. კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება გამომეხატა მათი თავდადებისათვის, მათი სამშობლოს სიყვარულისათვის, მათი პატრიოტიზმისთვის და გმირობისთვის. ასეთი ადამიანების საქციელზე და მაგალითზე დგას საქართველო, საქართველოს სახელმწიფო და ჩვენი თავდაცვის ძალებიც. ჩვენ კი, თავდაცვის ძალებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გვერდში დავუდგეთ ჩვენი გმირების ოჯახებს", - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

დღის ამბები