21 მაისი 2025,   19:15
ვრცლად
"ვაშინგტონიდან სხვადასხვა დონეზე მოვისმინეთ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გამორიცხულია - ეს არის ის, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს და ჩვენს პოზიციას ემთხვევა" - პესკოვი

კრემლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთი კმაყოფილია ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებით, რომელიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამორიცხავს.

დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება "რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს".

"ჩვენ ვაშინგტონიდან სხვადასხვა დონეზე მოვისმინეთ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გამორიცხულია. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს და ჩვენს პოზიციას ემთხვევა", - თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ თეთრმა სახლმა უკრაინულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადებები გადასცა. გამოცემის ცნობით, წინადადებათა შორის არის ყირიმის ანექსიის აღიარება და უარი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე.

 

დღის ამბები