21 მაისი 2025,   19:47
ვრცლად
კვლევა: არტერიული წნევის კლება დემენციის რისკს ამცირებს

არტერიული წნევის კლებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს დემენციისა და კოგნიტური დაქვეითების რისკი, - ჩინეთში ჩატარებული ახალი კვლევის შესახებ Euronews-ი წერს.

"დიდი ხანია, მეცნიერებმა იციან, რომ არსებობს კავშირი მაღალ წნევასა და კოგნიტურ პრობლემებს შორის ხანდაზმულებში, თუმცა ახალი კვლევა ერთ-ერთი პირველი დიდი დასტურია, რომ წამლებს, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას, შეუძლიათ შეამსუბუქონ დემენციის რისკი, რომელიც გავლენას ახდენს დაახლოებით 57 მილიონ ადამიანზე მთელ მსოფლიოში", - ვკითხულობთ სტატიაში.

კვლევაში თითქმის 34 000 ადამიანი იყო ჩართული.

არტერიული წნევა ის ძალაა, რომლითაც სისხლი არტერიების კედლებს აწვება. ჰიპოტენზია, ანუ დაბალი არტერიული წნევა, არის მდგომარეობა, რომლის დროსაც გულიდან გამოტყორცნილი სისხლი არტერიის კედლებს ძალიან სუსტად უბიძგებს. გულის ყოველი შეკუმშვისას არტერიებში სისხლის ახალი ტალღა გადაიტყორცნება. შეკუმშვის მომენტში არტერიული წნევა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აღწევს – მას სისტოლური წნევა ეწოდება (ე. წ. ზედა წნევა), – მოდუნების მომენტში, გულისცემებს შორის კი ყველაზე დაბალს – დიასტოლური წნევა (ე.წ. ქვედა წნევა).

დღის ამბები