21 მაისი 2025,   18:49
ვრცლად
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში კვლავ უთანხმოების მიზეზად რჩება - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტიები

თვითმმართველობის არჩევნები - საბოლოო გადაწყვეტილება გიორგი გახარიას პარტიაში უახლოეს მომავალში უნდა მიიღონ. ამ პოლიტიკურ ძალაში ჯერჯერობით ერიდებიან, ღიად თქვან, მონაწილეობენ თუ არა 4 ოქტომბრის არჩევნებში. ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ და მიაჩნიათ, რომ პატრია, როგორც ახალი საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს.

თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში კვლავ უთანხმოების მიზეზად რჩება. "ნაციონალური მოძრაობისთვის" გახარიას პოზიცია ოპოზიციური ერთობისთვის ზიანის მიყენების მცდელობაა.

პარტიებში, რომლებიც ამ ეტაპზე უარს ამბობენ საარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე, მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში არც კი უნდა იდგეს.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია, ეს მათზე არ არის დამოკიდებული და არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობას გარე ძალებისგან ელოდებიან.

მერებსა და საკრებულოების წევრებს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბერს აირჩევენ. სანამ კამპანია აქტიურ ფაზაში შევა, ჯერ კიდევ გასარკვევია, ვისი ნომერი დახვდება მოსახლეობას საარჩევნო ბიულეტენზე.

დღის ამბები