21 მაისი 2025,   19:40
ვრცლად
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 22 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 22 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს "თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონის შემდეგ ქუჩებს:

ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები