
ვატიკანი რომის პაპის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.
განცხადების მიხედვით, ცერებრალურმა ინსულტმა კომა და გულის შეუქცევადი უკმარისობა გამოიწვია. ასევე, იყო სუნთქვის უკმარისობის ეპიზოდები.
პაპი ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ დამძიმდა. ის, ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით, კლინიკაში 14 თებერვალს გადაიყვანეს, ვატიკანში კი 29 მარტს დაბრუნდა. დღეს მსოფლიომ პაპის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.