21 მაისი 2025,   09:47
ვრცლად
სააღდგომო, ტრადიციული ცერემონია თეთრი სახლის ეზოში - ტრამპებმა მორწმუნეებს უმასპინძლეს

დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის ეზოში, სააღდგომო, ტრადიციულ ცერემონიას უმასპინძლა. მოწვეულ სტუმრებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკუთარ მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად, რეზიდენციის აივნიდან მიესალმა - მათთან ერთად იყო სააღდგომო კურდღელიც.

თეთრი სახლის ეზოში გაიმართა ტრადიციული შეჯიბრი კვერცხის გაგორებაში. ტურნირის დაწყებისას სასტვენს სწორედ ქვეყნის პრეზიდენტმა ჩაბერა.

ყოველწლიურად, აღდგომის მეორე დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი თეთრი სახლის ეზოში ათასობით მორწმუნეს მასპინძლობენ. სტუმრებს სააღდგომო კვერცხებით და ნამცხვრით უმასპინძლდებიან. ტრადიცია ვაშინგტონში 1878 წლიდან, პრეზიდენტ რეზერფორდ ჰეისის დროიდან, იღებს სათავეს.

დღის ამბები