
91 წლის ასაკში, მოქანდაკე ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა - ინფორმაცია მისმა თანაშემწემ, სერგეი შაგულაშვილმა გაავრცელა.
ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, სსრკ-ის სახალხო მხატვარი და თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი ზურაბ წერეთელი 1934 წელს, 4 იანვარს, თბილისში დაიბადა.
მის ნამუშევრებს შორისაა თბილისის შემოსასვლელში მდგარი "წმინდა ნინოს მონუმენტი“ და თავისუფლების მოედანზე აღმართული "წმინდა გიორგი“. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა პატივსაცემად, ზურაბ წერეთელმა შექმნა 30 მეტრიანი სტელა - "გლოვის ცრემლი“, რომელიც 175 ტონას იწონის და მდინარე ჰუძონის სანაპიროზე "თავისუფლების ქანდაკების“ მოპირდაპირე მხარეს დგას.