
გორი დღეს ქალაქის მფარველი ხატის დღესასწაულს - "ოქონობას" აღნიშნავს. ტრადიციულად, სადღესასწაულო წირვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, ოქონას ახლად აღდგენილ ტაძარში აღავლინა.
დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა, თუმცა საბჭოთა პერიოდში ხატი ქალაქს ჩამოართვეს, ტაძარი კი დაანგრიეს.
90-იან წლებში ხატი ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა, მოგვიანებით ის კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს და საქართველოს დაუბრუნეს. კერძო შემოწირულობებით უკვე აღდგენილია მისი სახელობის ტაძარიც.