21 მაისი 2025,   19:33
ვრცლად
აშშ-ში ვიზიტით მყოფი ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდნენ, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

"საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

დღის ამბები