
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 618 მილიონი დოლარი შეადგინა - ეს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.1%-ით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი გაიზარდა 5.7%-ით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 20.1%-ით.
მთავარი საექსპორტო პარტნიორი კვლავ ყირგიზეთია, მას მოსდევს ყაზახეთი, მესამე პოზიციაზეა აზერბაიჯანი.