21 მაისი 2025,   18:13
ვრცლად
საქართველოში ეუთოს გენერალური მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს - ეუთოს დასკვნისა და მისი გენერალური მდივნის ვიზიტის იგნორირება, საპარლამენტო უმრავლესობისთვის ოპოზიციის მძიმე მდგომარეობის მანიშნებელია

მმართველი გუნდი ოპოზიციის პოლიტიკური ტაქტიკის მორიგ კრახზე საუბროს. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების ოპონენტები, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, საქართველოში ეუთოს გენერალური მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტებისა და მათი უცხოელი ლობისტების მცდელობის მიუხედავად, მმართველ ძალას ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მიანიჭა, რასაც ე.წ. დიფ სთეითის გავლენების მიღმა მყოფი ლიდერების ქმედებაც ადასტურებს.

სახელისუფლებო გუნდში, დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების, წარსულში გაკეთებული წინააღმდეგობრივი განცხადებებიც გაიხსენეს. არჩევნებამდე ოპოზიცია ეუთოს დასკვნას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. 26 ოქტომბრის შემდეგ კი, ხელისუფლების ოპონენტებმა არჩევნების მთავარ არბიტრად აღიარებული ორგანიზაციის დაკნინება დაიწყეს.

წარსულში გაკეთებული განცხადებების მსგავსად, ხელისუფლების ოპონენტებს რიტორიკა არც დღეს შეუცვლიათ. თქვეს, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი მოცემულობას არ ცვლის. თუმცა, აღიარეს რომ მათთვის უმჯობესი იქნებოდა ეუთოს პირველ პირი თბილისში არ ჩამოსულიყო.

ეუთოს დასკვნისა და მისი გენერალური მდივნის ვიზიტის იგნორირება, ოპოზიციის მძიმე მდგომარეობის მანიშნებელია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლებმა, დღეს ოპონენტებს რეალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნება კიდევ ერთხელ ურჩიეს. განმარტეს, რომ მცდელობების მიუხედავად, ხელისუფლების შეცვლის ყველა ძალადობრივი სცენარი ჩავარდა.

ეუთოს გენერალური მდივანი, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ფერიდუნ სინირლიოღლუ ხვალ შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.

დღის ამბები