
29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველის დაშავების ფაქტზე, რომელმაც მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, "კურიერის" მიერ გაგზავნილ შეკითხვას ევროკავშირის წარმომადგენლობა პასუხობს. დიპლომატიურ უწყებას "რუსთავი 2-მა" კითხვით მიმართა, თუ რატომ არ მოჰყვა გამოხმაურება ამ დრომდე ფაქტს და რატომ არ გმობენ სამართალდამცველის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ევროკავშირის საელჩო ზოგადი პასუხით შემოიფარგლა, წერილში ვკითხულობთ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობა დაუშვებელია.
"ქართულ ოცნებაში" კი ისევ ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საელჩოები მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ.
საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ყველა ფაქტზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია მმართველ გუნდს აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და ფაქტებს გამოძიება სჭირდება.
კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ უწყებებთან მმართველ
გუნდს აქვს - რატომ აკეთებენ ისინი მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების მხარდამჭერ განცხადებებს და დუმილით პასუხობენ პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ძალადობას.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სამოქალაქო აქტივისტების პარალელურად, სამართალდამცველებიც დაშავდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლიციელმა აქციის მონაწილის მიერ ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.