21 მაისი 2025,   18:00
ვრცლად
უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და აშშ - ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის დასასრულებლად მოლაპარაკებას მხარეები ამჯერად ლონდონში გამართავენ

უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და აშშ - ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის დასასრულებლად მოლაპარაკებას მხარეები ამჯერად ლონდონში გამართავენ. ყველას თავისი პირობა, ინიციატივა და მოლოდინი აქვს, გეგმა კი მხოლოდ მთავარ მომლაპარაკებელს - ამერიკის შეერთებულ შტატებს. დონალდ ტრამპის განწყობა პოზიტიურია.

თავისი მიზნები აქვთ მოლაპარაკებებში ახლახან ჩართულ ევროპელ ლიდერებსაც. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად ამბობს, რომ
პარიზს ფრანგული ინტერესებისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვა სურს.

წითელი ხაზი უკრაინისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა და კონფლიქტის გაყინვაა. ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას იმედით ხვდება. პრეზიდენტი ბრიტანეთში მოსალაპარაკებლად ანდრეი ერმაკს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელსა და საგარეო საქმეთა მინისტრს გზავნის.

მოსკოვი, რომელიც ხვალ დაგეგმილი მოლაპარაკების მაგიდის მიღმა აღმოჩნდა, ამტკიცებს, რომ მშვიდობის
მომხრეა. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტს, ეჭვები აქვს - ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ კიევი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივის მითვისებას ცდილობს.

სანამ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის სურვილზე საუბრობენ, მოსკოვი უკრაინის ქალაქებზე იერიშებს განაგრძობს. ერთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა ზაპოროჟიეზე რუსეთის ავიადარტყმის შედეგად. მართვადი საავიაციო ბომბებით შეტევის საფრთხის გამო იქ საჰაერო განგაში შუადღისას გამოცხადდა, რასაც მალევე აფეთქებები მოჰყვა. ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს ოდესას. დაშავდა 3 ადამიანი.განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სასწავლო დაწესებულებები. რუსეთის სამიზნე დღეს ხარკოვის ოლქიც გახდა. დაიბომბა ქალაქი კუპიანსკი, ხარკოვში კი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები