21 მაისი 2025,   19:14
ვრცლად
ეუთოს გენმდივნის ვიზიტი არის დასტური, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს - წერტილი დაესვა ყველა რადიკალი ოპოზიციონერის სურვილს, რომ მეტი დისონანსი და არეულობა შეიტანოს არჩევნებთან დაკავშირებულ თემაში - მათიკაშვილი

ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის დღე მეორე - ფერიდუნ სინირლი-ოღლუ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. გუშინ კი თურქი დიპლომატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გაკეთდა ერთობლივი განცხადებები; ვიზიტის პირველივე დღეს, ეუთოს მაღალჩინოსანმა მოინახულა შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზიც.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სინირლი-ოღლუს თბილისში ჩამოსვლით ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოხდა.

"საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის მნიშვნელოვანი ვიზიტი მიმდინარეობს. ეს არის იმ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის დასტური, რომელსაც ეუთო/ოდირის დასკვნა ჰქვია არჩევნებთან დაკავშირებით. სწორედ ამ ჭრილში შეგვიძლია, განმარტება მივცეთ - ცხადია, არჩევნებთან დაკავშირებით, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. გენერალური მდივნის ვიზიტია საქართველოში და წერტილი დაესვა ყველა რადიკალი ოპოზიციონერის სურვილს, რომ მეტი დისონანსი და არეულობა შეიტანოს არჩევნებთან დაკავშირებულ თემაში", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები