
საფრანგეთის საელჩოს მიერ, მთავრობის თანხმობის გარეშე გაცემულ ბოლო უცხოურ გრანტთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება. დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების მხარდასაჭერად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაა", რომელმაც გორსა და ქუთაისში ახალი ტურისტული მარშრუტები უნდა შექმნას.
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ რა გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთმა, ეს მისი გადასაწყვეტია.
"კანონი, რომელიც გრანტებთან დაკავშირებით მიიღო არალეგიტიმურმა "ქართულმა ოცნებამ", არის რეპრესიული ხასიათის. რა გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთმა, ეს მისი გადასაწყვეტია, იმიტომ, რომ ის ეხმარება ჩვენს ქვეყანას, ხალხს, მაგრამ როგორ პასუხობს ამას არალეგიტიმური "ქართული ოცნება", ეს არის დასაფიქრებელი", - ამბობს გიორგი კაპანაძე.
ცნობისთვის, კონკურსში გამარჯვებულ "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას", "კანვას საქართველოს" დამფუძნებლებთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრები - გიორგი კანდელაკი და ირაკლი ხვადაგიანი წარმოადგენენ.