
პაპი ფრანცისკეს ცხედარს, ცოტა ხანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენებენ. მოგვიანებით კი - სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, სადაც შაბათს პონტიფიკოსს, მისივე ანდერძის თანახმად, დაკრძალავენ.
მანამდე კი წმინდა პეტრეს მოედანზე ჩატარდება ლიტურგია, რომელსაც კარდინალების კოლეჯის დეკანი, კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე უხელმძღვანელებს.
დაკრძალვის შესახებ მოკლე განცხადება ვატიკანმა გუშინ გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე შედგება.