
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხში გარემოსდაცვითი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც 80-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა, მისასალმებელი სიტყვით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.
ყურადღება გამახვილდა გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრა გარემოს დაცვის კვირეულის ფარგლებში შედგა.