13 ივნისი 2025,   08:06
ვრცლად
ირაკლი ფავლენიშვილი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე: რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ეუთოს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლ-ოღლუს თბილისში ვიზიტისა და გაკეთებული განცხადებების შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ მას "ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე" არ ესმის.

მისივე თქმით, საერთაშორისო ინსტიტუციის წარმომადგენელი უფრო კომპლექსურად უნდა აღიქვამდეს პროცესს.

"ყველა დასავლური თუ საერთაშორისო ინსტიტუციის წარმომადგენელი, უნდა იყოს ადეკვატური შექმნილ გარემოში. ამ ვიზიტისა და მისი განცხადებების შედეგად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე. იმისთვის, რომ კარგად აანალიზებდე ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, უფრო კომპლექსურად უნდა აღიქვამდე პროცესს, არაა აუცილებელი, მხოლოდ საარჩევნო პროცესი დასკვნების გასაკეთებლად," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები